გერმანელი მეწარმის, პროფესორ კლაუს ჰიპის (Prof. Dr. Claus Hipp) გერმანულენოვანი, საჯარო ლექცია, ეთიკური ბიზნესის მიმართულებით, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართება 2026 წლის 26 ოქტომბერს, ორშაბათს, 15:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.
პროფესორი კლაუს ჰიპი არის ბავშვთა კვების, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მსოფლიო ბრენდის “HIPP”-ის დამფუძნებელი. ამავე დროს, იგი არის საქართველოს დიდი მეგობარი, საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
მრავალი წელია, პროფესორი კლაუს ჰიპი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რეგულარულად კითხულობს საჯარო ლექციებს, გერმანულ ენაზე, ეთუკური ბიზნესის მიმართულებით. ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო სტუდენტებს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი სასწავლო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-ის საწარმოში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
ლექციაზე დასწრება შეუძლია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, ვინც მინიმალურად მაინც ფლობს გერმანულ ენას და ვისაც აინტერესებს, წარმოების გერმანული გამოცდილება. ლექციაზე დასასწრებად სასურველია წინასწარი რეგისტრაცია. მოგვწერეთ, 26 ოქტომბრის, 14:00 საათამდე, მისამართზე: ucha.gogritchiani@tsu.ge დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, სასწავლო პროგრამა, სასწავლო სემესტრი, გერმანული ენის ფლობის დონე, ე-მაილი, მობილური ტელეფონის ნომერი და მობრძანდით ლექციაზე.